როგორ გავავსოთ ყვავილები მინის ჭურჭლებში და გავყიდოთ?!

Azərbaycan dili & English

09 აპრილი

10 წუთ (1494)

385

წყაროს ენა: Azərbaycan dili

გამოცდილება

ე მეფუტკრის შვილი ვარ. ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, ფუტკრებთან და თაფლთან დაკავშირებით ბევრი მოგონების გახსენება შემიძლია. სასიამოვნო და ტკბილი მოგონებები. სანამ თემაზე გადავალ, გეტყვით, რომ წარსული, მიუხედევად იმისა, რომ მწარეა, სასიამოვნო გავლენას ახდენს. განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში მომხდარები.
     ეს სტატია ფუტკრით დაიწყება და თაფლის ფულად გადაქცევით დასრულდება. შევეცდები აგიხსნათ, როგორ გავაერთიანოთ ფუტკარი და ადამიანის შრომა და გადავაქციოთ იგი ფულად. სათაურში ყვავილის მინის ჭურჭლებში გავსება და გაყიდვა შეგნებულად მაქვს აღნიშნული. რეალურად, ის, რისი გაყიდვასაც ვაპირებთ, არა ყვავილი, არამედ თაფლია. რა თქმა უნდა, თქვენ თავად ყვავილის გაყიდვაც შეგიძლიათ. ესეც საინტერესო სფეროა, მომგებიანია. ჩვენ კი იმ არსებების პროდუქტის შესახებ ვწერთ, რომლებიც ყვავილებზე მუშაობენ უკეთესად.
     ფუტკრების მისიაა დამტვერვა. მცენარეები ფუტკრებს მართავს. ყოველი მცენარე სასიამოვნო სურნელების ფრქვევით და თავისი ყვავილის თვალისმომჭრელი ფერებით დაფარვით ფუტკრებს იზიდავს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ფუტკრები თაფლს ფიჭების წინ ტოვებენ და ყვავილისკენ დაფრინავენ. ისინი ამისთვის არიან განწირულნი. ეს მათი ბუნებაა. ფუტკარმა უნდა დაამტვეროს, დაამტვეროს, ისევ და ისევ უნდა დაამტვეროს. ფუტკარი ამისთვის დაიბადა. ჩვენ მისი ამ მისიიდან ვიღებთ სარგებელს. ამავდროულად, მთელი ბუნება მათ ევალება. ეს არსებები ეკოლოგიური აღდგენის მწვერვალზე დგანან. ფუტკრები მტვერს ყვავილიდან ყვავილზე გადატანით ანაყოფიერებენ მათ.

დამტვერვა (მცენარეების დამტვერვა) - მწიფე მამრის მტვრის უჯრედების ფარულთესლოვნებში მდედრის, ხოლო შიშველთესლოვნებში კი ბუტკოს დინგზე ჩავარდნაა. მტვრის ზედა ფენა იქცევა მილად და აწვდის მის შიგნით არსებულ მამრობითი უჯრედს (სპერმატოზოიდს) კვერცხუჯრედს და ანაყოფიერებს მას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ზიგოტი (ემბრიონი).

წარმოება:
     როცა ამ თემაზე მუშაობა შემომთავაზეს, ვიფიქრე, რომ მეცნიერი არ ვიყავი. მე მხოლოდ ჩემი წაკითულებისა და გამოცდილებების დაწერა შემიძლია. ასე რომ, ნება მომეცით აღვნიშნო ის ფაქტი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც მეფუტკრეებისთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვის. ფუტკრის პროდუქტების რაოდენობა 10-ზე მეტია. თქვენ, ალბათ, უკვე გსმენიათ რამდენიმე. ძირითადად, თაფლი ყველასთვის ნაცნობია. რაც შეეხება სხვებს? მაშინ, დავიწყოთ:
     თაფლი, ყვავილის მტვერი, ჭეო (ფუტკრის პური), სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე), ცვილი, ჰომოგენატი, პროპოლისი, მკვდარი ფუტკრების ნაყენი (პოდმორი), ცვილის თიხის ნაყენი, ფუტკრის შხამი, ფუტკრის ჰაერი, ფუტკრის ვიბრაცია და ა.შ. ეს ყველაფერი ღირს. კურნავს და ამავდროულად ჰყავს მომხმარებელი, მეფუტკრეებს შეუძლიათ გაყიდონ ის და ფულად აქციონ. 
     რადგან ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, ერთ-ერთ ინტერნეტ ტელევიზიაში ვმუშაობდი. მამაჩემმა კი მთხოვა თაფლის გაყიდვაში დახმარება. იმ წელს მოსავალი უხვი იყო. თაფლის ბიზნესი რომ დავიწყე, ძალიან გამიჭირდა. მეგობრების გარეშე, ალბათ არ იქნებოდა ისე, როგორც ახლა არის. მე თქვენ აგიხსნით თუ რა არის საჭირო. იმედი მაქვს, დაგეხმარებათ.
     თუ თქვენ გყავთ 10 ფუტკრის ოჯახი, გაზარდეთ იგი 20-მდე. თუ გყავთ 20, გააკეთეთ 50. 50-ც ნაკლებია. სცადეთ, 100 გყავდეთ. ვფიქრობ, რომ თუ ერთ ფერმაში 100 ფუტკრის ოჯახია, ამ ფუტკრებს შეუძლია სრულად გადაიხადოს პატრონის ფინანსური საჭიროება. ამიტომაც ვახსენე 100 ფუტკრის ოჯახი. ასევე, ამ ფერმაზე ზრუნვა ერთ ადამიანს შეუძლია. რა თქმა უნდა, დახმარება დასჭირდება ზაფხულის დასაწყისში, თაფლის საწურში, მიგრაციის დროს.
     თუ ფუტკარი გყავთ, თაფლიც უნდა გქონდეთ. თუ მიზანი ფულის შოვნაა, მაშინ ფუტკარს თაფლი მაინც უნდა ჰქონდეს. ფუტკრის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი თაფლია. მეფუტკრეები, რომლებიც ამ საქმეს ჰობივით აკეთებენ, მოსავლის რაოდენობას არ ითვალისწინებენ. მათ შეუძლიათ. ვისაც მინდა დავეხმარო არის ის პირი, რომელსაც სურს უზრუნველყოს თავისი ოჯახი მეფუტკრეობით. ამიტომ, თუ თქვენი თაფლი ცოტაა ხოლმე, ყურადღება უნდა მიაქციოთ სამ რამეს: ბუნება, ფუტკრების ხარისხი, რომლებთანაც მუშაობთ და თქვენი პროფესიონალიზმი. უნდა დაისახოთ მიზანი, რომ გახდეთ პროფესიონალი, მუდმივად უნდა კითხულობდეთ, ვიდეოებიდან ისწავლოთ მსოფლიოში არსებული სიახლეებს და მეფუტკრეებთან დისკუსიები წარიმართოთ. თუ შემოსავალი დაბალია იქ, სადაც ფუტკრები არიან, გადაიყვანეთ ფუტკრები. მეფუტკრეები ამბობენ: "თაფლი ბორბალზეა". ანუ მომთაბარე მეფუტკრეობას თუ არ აკეთებ, მოსავალიც ნაკლები იქნება. ფუტკრის ოჯახების დედის ყოველ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ შეცვლით გადარჩეულ დედოფალ ფუტკრებთან უნდა იმუშაოთ. ეს თქვენ შემოსავალს მოგიტანთ.
     ამის მოგვარების შემდეგ მოდის მთავარი და რთული ეტაპი: თაფლის გაყიდვა. აქ გავჩერდეთ. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ თაფლი, რომელსაც ყიდით. წარმოებული თაფლი, რომელიც თქვენს ფუტკარს შერბეთის მიცემით მიიღეთ, არ შეიძლება იყოს 100%-ით ბუნებრივი. თუ თქვენ გაქვთ ასეთი პროდუქტი, მომხმარებელმა ამის შესახებ უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ თაღლითობთ. ეს არის არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ მორალურად არასწორიც.
შეფუთვა:
     გაყიდვა, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტის - თაფლის, რომლის შესახებაც ბევრი დეზინფორმაცია არსებობს, რთულია. მე ბრენდინგის მომხრე ვარ. ამ პროცესს აგიხსნით. თუ ათასობით მეფუტკრეა, ყველას არ შეუძლია ორიგინალური სახელის არჩევა. უბრალოდ, "მეფუტკრე ასე და ასე" არის ასევე ვარიანტი. რეგიონებში კიდევ უკეთესია. ეს შეიძლება იყოს „ამის და ამის შვილები“, იმ სოფლის სახელი, რომელშიც ცხოვრობთ, თქვენი მთა, ტომი და ა.შ. როდესაც ირჩევთ სახელს, აირჩიეთ ერთხელ და სამუდამოდ, რადგან მოგვიანებით არ დაგჭირდეთ მისი შეცვლა. თუნდაც სახელი, ნომერი, მისამართი რომ შეიცვალოს, ეს მომხმარებლის დაკარგვას გამოიწვევს. თუ თქვენ აირჩიეთ სახელი, შეგიძლიათ იყიდოთ ახალი ნომერი. ეს ძველი ნომრის გამოყენებაზე უკეთესია. მობილური ოპერატორი კი თქვენი მომხმარებლების ყველაზე გამოყენებადი ხერხი იყოს. ახლა თქვენ გჭირდებათ დიზაინერი. ის თქვენ მიერ არჩეული სახელისთვის დიზაინის შექმნით პროდუქტს ღირებულებას მოიმატებს. თქვენი ლოგო თქვენს სასარგებლოდ იქნება, თუ ის მარტივი, ნათელი და რაც შეიძლება ნაკლები ფერების გამოყენებითაა შექმნილი. დიზაინერებს შეუძლიათ უკეთესი შეთავაზებები და ბევრი ინფორმაცია მოგაწოდონ ამის შესახებ. აქაც მთავარი ამოცანა ამ ლოგოს მინიმუმ 5-10 წლის განმავლობაში უცვლელობაა. ამიტომ ამ საქმის ხარისხიანად განხორციელება აუცილებელი პირობაა. უნდა ვაღიარო, რომ მე ეს შეცდომა დავუშვი.
ლოგო - ერთი პროდუქტის, მომსახურების ან და დაწესებულების წარმოდგენის მიზნით გამოყენებული სრული სტრუქტურის მქონე გარე სიმბოლოები ან გრაფიკული ნიშნებია.
     ბრენდის სახელთან და ლოგოსთან ერთად, სლოგანიც მნიშვნელოვანი ელემენტია. სლოგანი არის თქვენი პროდუქტის ასახსნელი პატარა იდეა, წინადადება. ვთქვათ თქვენ ხართ სოფელ ორმეშანიდან. თქვენი სლოგანი შეიძლება იყოს "ორმეშანის მთებიდან". ან შესაძლებელია ისეთი სლოგანის არჩევა, როგორიცაა „ფუტკებიდან თქვენს სუფრამდე“, „ყვავილ, ყვავილ შევაგროვეთ“.
     სლოგანიც აცნობეთ დიზაინერს. ის ასევე თქვენთვის დაგიმზადებს ეტიკეტებს. ეს ეტიკეტები განთავსდება თქვენს პროდუქტზე. აქ მითითებული იქნება ბრენდის სახელი, სლოგანი, თაფლის სახელი, წონა, შეგროვების ადგილი და დრო, თუ რომელი ყვავილებიდან არის შეგროვებული, თქვენი ნომერი, სოციალური მედიის მისამართები და არსებობის შემთხვევაში ვებსაიტი. სოციალური მედიის გვერდებისა და ვებსაიტის ქონა თქვენ დამატებით მომხმარებელს მოგიზიდავთ. გვერდები უნდა იყოს მუდმივი, ხშირად არ უნდა შეიცვალოს და უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის სახელს.
     თაფლის სახელის არჩევისას შეიძლება განსხვავებული მიდგომები გქონდეთ. შეგროვების რეგიონის მიხედვით ისეთი სახელების შერჩევაც შეიძლება, როგორიცაა „აღსტაფას თაფლი“, „ფახრალის თაფლი“, „ყაზახური მთის თაფლი“, „ალაზანის თაფლი“. შეგროვების დროის მიხედვითაც ხდება შერჩევა. განსაკუთრებით ერქმევა ისეთი სახელები, როგორიცაა "მაისის თაფლი" და "ზაფხულის თაფლი". ზოგჯერ ამ სახელების დასაწყისს ამატებენ რეგიონის სახელწოდებას. ან შეგიძლიათ დაარქვათ ყვავილის სახელი, რომელიც თაფლის საფუძველს ქმნის. "აკაციის თაფლი", "ძირტკბილას თაფლი", "ეკლის თაფლი" და ა.შ. სახელები ფართოდ არის გავრცელებული. ტყე-მდელოს თაფლი, ყვავილის თაფლი, პლატოს თაფლი შეიძლება იყოს თქვენთვის ერთ-ერთი არჩევანი. აქ მთავარია პატიოსნება და მუდმივობა. პატიოსნება ისაა, რომ თქვენ აკაციის თაფლს ეკლის სახელით, ცაცხვის თაფლს კი აკაციის სახელით არ გაყიდით. მომხმარებელს ყოველწლიურად თაფლის ერთისა და იმავე გემოს და სახელის შეთავაზება მნიშვნელოვანია. ეს მუდმივობა მომხმარებელს თქვენთან მოიზიდავს. მართალია, ბუნება ყოველწლიურად ერთნაირ მოსავალს არ გაძლევთ. თუ თაფლი ყოველწლიურად განსხვავებულია, ეს უნდა აუხსნათ მომხმარებელს.
     თაფლის წონა, ძირითადად, 1 კგ, 400-500 გრ. და უფრო მცირე ზომებშიც შეიძლება იყოს. შეფუთვისას მინიმუმ ორი წონა უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ყიდვის საშუალებას აძლევს მომხმარებელს თავისი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. ევროპაში იგი უფრო მცირე ზომებშია წარმოდგენილი. უპირადესობა ენიჭება 250-500 გრამიან შეფუთვას. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანი და საქართველო, ძირითადად 1 კგ-იან ჭურჭლებში იყიდება. 
     თაფლის ჭურჭლები, ძირითადად, მინის იქნება. თუმცა პლასტმასის კონტეინერებშიც შეიძლება გაყიდვა. ეს კონტეინერები უნდა იყოს შესაფერისი საკვებისთვის. ვიწრო პირის მქონე ჭურჭელში გასაყიდი თაფლი არ უნდა დაკრისტალდეს. ეს კი მცირე მეურნეობებში შეუძლებელია. ამიტომ, ყველაზე შესაფერისი ვარიანტია მინის ქილები და ფართო პირის მქონე პლასტმასის ჭურჭლები. 
     თაფლის გაფილტვრის შემდეგ, შეფუთვამდე არსებული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანია თაფლის შენახვა ძირითადად კვების კლასის პლასტმასის ჭურჭლებში, ხის კასრებში, მინის ჭურჭლებში და ლითონის კონტეინერებში. ალუმინის ბიდონები, ერთფენიანი და ფერადი პლასტმასის ჭურჭლები არ არის შესაფერისი თაფლის შესანახად. 
     თაფლით შევსებისას უნდა იყოს ხელთათმანი ხელზე, ჩაცმული იყოს თეთრი, სუფთა ტანსაცმელი, თაფლის ჭურჭლის პირი დიდხანს არ უნდა დარჩეს ღია, მტვრის და უცხო ნივთიერებების ჩავარდნა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რადგან ჩვენ ვართ „არასარეცხი პროდუქტების“ მწარმოებელი. თაფლით შესავსები ჭურჭლები უნდა იყოს სტერილიზებული, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სუფთა. ქილები, რომლებშიც თაფლს ყიდით, არ უნდა იყოს მეორადი. თაფლი არის პროდუქტი, რომელიც შთანთქავს ნესტს და სუნს! თაფლის შენახვისა და შეფუთვისას ამას ყურადღება უნდა მიექცეს!
     ჭურჭლების თავსახური მჭიდროდ უნდა იყოს დახურული და დიზაინის დროს უნდა შეირჩეს ისეთი გამოსავალი, მომხმარებლის თავში ფიქრი უნდა ტრიალებდეს, რომ „შეფუთვის შემდეგ თქვენ ხართ პირველი, ვინც გახსნა თავსახური“. მართლაც, შეფუთვა და თავსახური მხოლოდ მომხმარებელის მიერ უნდა გაიხსნას. ამისათვის თქვენ თავსახური და ქილაზე არსებული ეტიკეტი უნდა გაერთიანოთ, ან ქაღალდი, რომელიც ფარავს თავსახურს, ან ქსოვილი ძაფით უნდა მიამაგროთ. ერთ-ერთი მეთოდი კი არის ქილის თავსახურზე მყარი ცელოფნების იმაგრება, რომლის მჭიდროება უზრუნველყოფილია სითბოს გადაცემით.
     თაფლის შენახვისთვის იდეალურ ტემპერატურად ითვლება ოთახის ტემპერატურა. მე არ ვეთანხმები ამას. დაბალი ტემპერატურა უკეთესია. თუკი შესაძლებელი იქნებოდა, ყველა თაფლს +5 გრადუსზე შევინარჩუნებდი. ამ დროს თაფლის დაკრისტალება გვიანდება, მასში არსებული სასარგებლო ელემენტები უკეთ ნარჩუნდება. უარეს შემთხვევაში, შეინახეთ ბნელ და გრილ ოთახებში. გამჭვირვალე ჭურჭლები არ უნდა ექვემდებარებოდეს მზის პირდაპირ სხივებს. მაღალი ტემპერატურა და მზის სხივი თაფლისთვის ყველაზე საზიანო ელემენტებია. მოითხოვეთ ამ წესების დაცვა იმ მაღაზიებში, სადაც ყიდით პროდუქტს საბითუმო. 
გაყიდვა: 
     თაფლის გაყიდვაში მთავარი პირობა ფართო მასშტაბის ქონაა. აზერბაიჯანელები, ძირითადად, „ნაცნობისგან“ ყიდულობენ თაფლს. ეს პრობლემაა თაფლის ბაზარზე. ბევრი მომხმარებელი არსებობს, რომლებსაც ატყუებენ ნაცნობობის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ გაყიდვები ამ პრობლემის უპირატესობების გამოყენებით. ანუ ნაცნობი ადამიანების მეშვეობით არის ახალი მომხმარებლების მოზიდვის შანსი. თქვენს ვებსაიტსა და სოციალურ მედიას შეუძლია გაზარდოს თქვენი მომხმარებლები. ამისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ ბიზნესების საქმიანობიდან, რომლებიც პროფესიონალი საკვების მწარმოებლები და გამყიდველები არიან. ზოგიერთ რამეს გამოცდილების მიღება სჭირდება. არის რაღაცები, რაც უკვე გამოცდილია და ახალი გამოცდილების მიღება არ გჭირდებათ. რაც ხელმისაწვდომია, იმისი სამუშაოზე მისადაგება აუცილებელია. გარდა ამისა, შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი პროდუქციის გამყიდველები არიან. შესთავაზეთ მათ თაფლი გონივრულ ფასად, მათ შეუძლიათ მინიმუმ 50 კგ. თაფლი იყიდონ თქვენგან და საცალო ვაჭრობაზე გაყიდონ. თაფლის საბითუმო ფასი 40-50 პროცენტით იაფი უნდა იყოს, ვიდრე საცალო გაყიდვა. 

ნუ მოატყუებთ მომხმარებლებს! ტყუილი არ ეპატიება ბიზნესში, განსაკუთრებით თაფლის გაყიდვაში!
     სტატიის ბოლოს ზოგადად მინდა მოკლედ გადმოვცე ჩემი აზრი . მეფუტკრემ უნდა აირჩიოს პროფესიონალიზმი, განვითარება, მეცნიერული მიდგომა, ინვესტირება მოახდინოს ფერმაში და იყოს ღია ინოვაციებისთვის. რაც მთავარია, სუფთა პროდუქტი უნდა აწარმოოს! სუფთა და ბუნებრივი! სისუფთავე ნიშნავს ხელოვნური პროდუქტებისგან თავის არიდებას და ჰიგიენური წესების დაცვას. პროფესიონალი მეფუტკრე, ბუნებრივი და ხარისხიანი თაფლი, ლამაზი შეფუთვა, სწორი გაყიდვების სტრატეგია!

ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ნამდვილ მეგობრობაში

სტატიაში წარმოგიდგენთ The Investor Journal-ს და მის მიზნებს, იმის შესახებ, თუ როგორ არის მზად საქართველო გახდეს შემდეგი ტექნოლოგიური დამწყები ძალა და როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ გახდეთ ამ ტრანსფორმაციის ნაწილი.

12 სექტემბერი , 2022

7,825

2 წუთ (453)

AISHE BADALOVA, DANE MUCKLER PH.D.+5

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

უკეთესი გამოცდილებისთვის, ჩვენ ვინახავთ თქვენს პრეფერენციებს თქვენს ბრაუზერში, იპოვეთ მეტი ინფორმაცია აქ: https://theinvestor.ge/ka/policyAndSafety