ფინანსური ცოდნა

Azərbaycan dili & English

12 სექტემბერი , 2022

2 წუთ (307)

4,381

წყაროს ენა: English

გამოცდილება

THE INVESTOR

ემი ფინანსური განათლების ისტორია აქ, აშშ-ში დააახლოებით 10 წლის წინ, 2008 წელს ბაზრის დაცემის შემდეგ დაიწყო. საქართველოში განათლების მიღების დროს არ მქონდა შესაძლებლობა როგორც პროფესიონალს ისე მესწავლა საბაზრო ეკონომიკის დინამიკა. ამ სტატიაში, მინდა ხაზი გავუსვა ფინანსური განათლების მნიშვნელობას რათა შეძლოთ საჭირო კვლევების განხორციელება თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, თუ როგორ დავიწყე ყოველდღიური ბირჟისთვის დროის გამოყოფა და როგორ შევისწავლე საინვესტიციო ჩვევები. მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა უმრავლესობა სკოლაში არ იღებს ფინანსურ განათლებას. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჩვენგანი ამას თავად ვსწავლობთ. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან შედარებისას, ვხვდებით, რომ როგორც ისინი ქართველებიც არ არიან ჩარჩენილები საფინანსო და საინვესტიციო საკითხებში. ხელისუფლებისგან მიღებული საზოგადოებრივი ინფორმაციების უმეტესობა ტექნიკურ მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების პროგრამების შესახებ ინფორმაციებს ინახავას აქ: https://nbg.gov.ge/en/publications/financial-education.

 მიუხედავად ამისა, გარკვეული საგანმანათლებლო ვიდეოები და სტატისტიკური მონაცემები დაწყებითი კლასებიდან მოსწავლეების მიზიდვისთვის ერთ-ერთი ხერხი უნდა იყოს. კარგი იდეა იქნება, თუ მიიღება ისეთი გადაწყვეტილება, რომ საშუალო სკოლის დამთავრებისთის მოთხოვნა იყოს ფინანსური ცოდნა. ეს ფლორიდას შტატის ჩათვლით არაერთ სახელმწიფოშია კანონად მიღებული. აქ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეების უნარ-ჩვევები და მზაობაა. მათ უნდა იხელმძღვანელონ საჭირო რესურსებით. კარიერის შექმნა და გაგრძლება მათი არჩევანია, ამიტომაც ისინი გარე ფაქტორებზე და პოპულარობაზე დამოკიდებული არ უნდა იყვნენ. 

 ბოლოს მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ კონკრეტულად საინვესტიციო ჩვევის შესახებ, რომელიც ჩემი ახლო მეგობრის რეკომენტირებული მენტორისგან ვისწავლე. მენტორთან 5 გაკვეთილი გავიარე, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა იყო 5 საათი. ამ პერიოდში გამოვიმუშავე საბაზრო ეკონომიკაში ინვესტირების ჩვევა და შევიმუშავე ჩემი საგზაო რუკა ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი ხარისხის ანალიტიკოსისთვის, რომელიც საკმარისს აკეთებს ინვესტირებისთვის, არის ჩემი მენტორის წარდგენა საფონდო ბირჟაზე ინდექსები/საერთო ფონდები და გრძელვადიანი ინვესტიციების ხატი Warren Buffet.

 სწორედ ამის მსგავსად დავიწყე ჩემი საფინანსო გზის დაგეგმვა. საფინანსო დამოუკიდებლობის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე განვითარდეს საინვესტიციო ჩვევები. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს განათლებული ფინანსური სამყაროსა და ბირჟის შესახებ. ყველა ჩვენგანმა უნდა დავუსვათ კრიტიკული შეკითხვები ჩვენს თავს საკუთარი ფინანსური განათლების შესახებ და უნდა მოვამზადოთ საკუთარი გეგმა. მიმაჩნია, რომ რესურსისა და მედიის ხელმისაწვდომობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს სტუდენტი იქნებით, პოლიციელი, სამხედრო ოფიცერი, მუშა თუ ფერმერი. ფინანსური დამოუკიდებლობის რაც შეიძლება მალე მისაღწევად აუცილებელია გქონდეთ საღი გეგმა. სხვა შემთხვევაში მუშაობას აზრი არ აქვს!


ბმულები: https://nbg.gov.ge/en/publications/financial-education , https://www.wgu.edu/career- guide/information-technology/qa-analyst-career.html

სანან გაჯიევი 
- ხარისხის ანალიტიკოსი

- ხარისხის უზრუნველყოფის ანალიტიკოსი ზედამხედველობს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესს და IT ინდუსტრიაში განუყოფელი ადგილი უკავია. 

პირამიდის სქემების გაგება და თავიდან აცილება

ინვესტიციის ზოგიერთი ფორმა გარეგნულად კარგად ჩანს, თუმცა არის სქემები ან თაღლითობა, რომლებიც შექმნილია ფულის, დროისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, რეპუტაციის ჩამორთმევისთვის. თავდაპირველად განვიხილავთ ყველაზე საშიშს, პირამიდულ სქემას.

08 მაისი , 2023

4,464

5 წუთ (989)

LALE SOFIYEVA, AITACH GOJA+6

ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ნამდვილ მეგობრობაში

სტატიაში წარმოგიდგენთ The Investor Journal-ს და მის მიზნებს, იმის შესახებ, თუ როგორ არის მზად საქართველო გახდეს შემდეგი ტექნოლოგიური დამწყები ძალა და როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ გახდეთ ამ ტრანსფორმაციის ნაწილი.

12 სექტემბერი , 2022

7,824

2 წუთ (453)

EMIN YADIGAROV, AISHE BADALOVA+5

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

უკეთესი გამოცდილებისთვის, ჩვენ ვინახავთ თქვენს პრეფერენციებს თქვენს ბრაუზერში, იპოვეთ მეტი ინფორმაცია აქ: https://theinvestor.ge/ka/policyAndSafety