ინვესტიციის საფუძვლები

Azərbaycan dili & English

01 თებერვალი , 2023

3 წუთ (431)

4,047

წყაროს ენა: English

Nataliya Vaitkevich

ნვესტიცია არის ბევრი ადამიანისთვის უცხო თემა. ფინანსური მენეჯმენტი ხშირად არასწორად არის გაგებული და ზედმეტად გამარტივებული. რაც სიტუაციის გაუარესებას იწვევს, განათლება მთელ მსოფლიოში მიდრეკილია უგულებელყოს ფინანსებს. შედეგად, ზოგი ადამიანები იყენებენ ამ ცოდნის უფსკრულს არარეალური და ზოგჯერ კრიმინალური ფინანსური სქემებით.

ამის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენ შევქმენით თვითდახმარების სტატიების სერია, იმის იდენტიფიკაციაში დასახმარებლად თუ როდის არ უნდა ჩადოთ ინვესტიცია. თუმცა, თუ თქვენ სხვა არაფერს იღებთ ამ სტატიებიდან, გახსოვდეთ, რომ თქვენი ფულის მიმართ და თუ რისი გაკეთება შეუძლია მას და რისი არა, იყოთ რეალისტები. თუ რამე კარგად ჰგავს ჭეშმარიტს, ალბათ ასეა. ქვემოთ ნახავთ ჩვენი ფინანსური თვითდახმარების სტატიების შეჯამებას, თითოეულს ბმულებით. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ან გსურთ იხილოთ განხილული თემა, შეგვატყობინეთ  The Investor-ზე.

პირველ რიგში, მოდით განვიხილოთ რა არის ინვესტიცია. უმარტივესი ფორმით, ინვესტიცია არის ის, რაც თქვენ დებთ თანხას, იმედოვნებთ, რომ მოგვიანებით მიიღებთ შემოსავალს ან მოგებას. კარგი ინვესტიციები აბრუნებს იმაზე მეტ თანხას ვიდრე თქვენ ჩადეთ ინვესტიცია და ცუდი ივესტიციები კი კარგავს ნაწილს ან მთლიანად იმას, რაც გადაიხადეთ (ხშირად უწოდებენ "ძირ თანხას"). ზოგადად, რომ ვთქვათ, ინვესტიციები შეიძლება კლასიფიცირდეს მათი რისკის დონის მიხედვით, როგორც დაბალი, ზომიერი ან მაღალი რისკის მქონე.

დაბალი რისკის მქონე ინვესტიციები მცირე რისკს შეიცავენ, მაგრამ არ აქვთ მაღალი შემოსავალი. ამის შესანიშნავი მაგალითია შემნახველი ანგარიში. ამ შემთხვევაში თქვენ დებთ მოკლე ან გრძელვადიან დეპოზიტს ბანკში და ბანკი იხდის თქვენს ფულზე პროცენტს. ბანკის მიერ თქვენი დეპოზიტის აღების რისკი თქვენთვის ზოგადად, არის ძალიან დაბალიდან არარსებულამდე. თუმცა, ბანკების მიერ გადახდილი საპროცენატო განაკვეთები ჩვეულებრივ ნაკლებია, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი უმეტეს ვალუტაში, რაც იწვევს წმინდა ზარალს დროთა განმავლობაში. ამას უფრო დეტალურად განვმარტავთ ჩვენს სტატიაში, თუ როდის დაზოგოთ და როდის ჩადოთ ინვესტიცია.

ზომიერი რისკის მქონე ინვესტიციები უფრო მეტ რისკს შეიცავს და გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ისინი გვთავაზობენ უფრო მაღალ შემოსავალს, ვიდრე დაბალი რისკის ინვესტიციები. ამის მაგალითი შეიძლება იყოს საჯაროდ ვაჭრობის აქციები მსხვილ კომპანიაში ან ცნობილ საერთაშორისო ბრენდში, როგორიცაა Mercedes Benz Group ADR. აქციების შემთხვევაში, მათი ღირებულება იზრდება კომპანიის ღირებულების მატებასთან ერთად და ზოგი იხდის დივიდენდებს კვარტალურად ან ყოველწლიურად. დროთა განმავლობაში, კარგი აქციის ღირებულება ჩვეულებრივ აღემატება ინფლაციის მაჩვენებელს ან პროცენტს, რომელსაც ბანკი გადაიხდის დეპონირებულ სახსრებზე. თუმცა, ყველა ინვესტიცია რისკს შეიცავს. ზოგჯერ აქციის ღირებულება არ იზრდება და დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს კიდეც. რატომ ხდება ეს, განიხილება ჩვენს სტატიაში აქციების გაგებაზე.

მაღალი რისკის მქონე ინვესტიციები დიდ რისკს შეიცავენ, მაგრამ შეიძლება შემოგთავაზოთ ძალიან მაღალი შემოსავალი. მაღალი რისკის მქონე ინვესტიციების მაგალითებია:
  • პენის აქციები.
  • აქცია კერძო კომპანიაში.
  • აქციების პირველადი განთავსება (IPO - initial public offering) შედარებით უცნობი კომპანიისგან.
თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს ინვესტიციები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ გამოცდილი ინვესტორი ან ფინანსურად შეგიძლიათ მიიღოთ მთელი თქვენი ინვესტიციის დაკარგვის მაღალი რისკი. რამდენიმე სტატია მოიცავს ამ თემებს, მათ შორისაა პენის აქციების ახსნა, როგორ შევაფასოთ IPO და განსხვავება კერძო და საჯარო აქციებს შორის.

ახლა, რადგან თქვენ უკვე გაქვთ მოკლე მიმოხილვა ინვესტიციების შესახებ და რა არის ისინი, მოდით განვიხილოთ ინვესტიციის ბნელი მხარე შემდეგ სტატიაში...

როდესაც პანთერა იღვიძებს

საქართველო მზადაა უბადლო ეკონომიკური ზრდისთვის, როდესაც მსოფლიო ვითარება საბოლოოდ დასტაბილურდება, საზრიანმა მეწარმეებმა დღესვე უნდა დაიწყონ

21 ნოემბერი , 2022

5,979

6 წუთ (1293)

AISHE BADALOVA, SABINA KAZIMLI+5

ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ნამდვილ მეგობრობაში

სტატიაში წარმოგიდგენთ The Investor Journal-ს და მის მიზნებს, იმის შესახებ, თუ როგორ არის მზად საქართველო გახდეს შემდეგი ტექნოლოგიური დამწყები ძალა და როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ გახდეთ ამ ტრანსფორმაციის ნაწილი.

12 სექტემბერი , 2022

7,826

2 წუთ (453)

NURCAN AMIRCANOVA, DANE MUCKLER PH.D.+5

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

უკეთესი გამოცდილებისთვის, ჩვენ ვინახავთ თქვენს პრეფერენციებს თქვენს ბრაუზერში, იპოვეთ მეტი ინფორმაცია აქ: https://theinvestor.ge/ka/policyAndSafety